Merchandiser
სადისტრიბუციო კომპანია “BMS” აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
კომპანია “BMS” საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილი
მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენა, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადების შემოწმება;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებზე მომხმარებლებთან ურთიერთობა;
** განთავსებული პროდუქციის ვიზუალის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 11:00-19:00 სთ.
** დასვენება: კვირაში ორი დღე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი: 900 ლარი + სამგზავრო თანხა თვეში 40 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა.
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge.
გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.