ფროში

ფროში

“ფროში” პირველი ეკო ბრენდია საწმენდ და სარეცხ საშუალებებში დასავლეთ ევროპაში.
1986 წელს, 140 წლიანი გამოცდილების მქონე გერმანულმა კომპანია “ვერნერ და მერცმა” გადაწყვიტა ეწარმოებინა ყველასათვის ხელმისაწვდომი ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი და სარეცხი საშუალებები. ასე შეიქმნა ფროში, რომელიც 36 წელზე მეტია ზრუნავს ადამიანზე და ბუნებაზე. უკვე 20 წელზე მეტია ფროში არ თმობს ყველაზე სანდო ბრენდის სტატუსს გერმანიაში.
ბრენდი ფლობს საერთაშორისო ხარისხისა და ეკო სერტიფიკატებს, როგორებიცაა: EMAS, EU Ecolabel, A.I.S.E., გერმანული ხარისხის ნიშანი TUV.
2004 წლიდან, შპს ,,ბი ემ ესმა“ , რომელიც ფროშის ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადა ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი და სარეცხი საშუალებები ბაზარზე.
ფროში გთავაზობთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ თქვენს სახლში სისუფთავის შენარჩუნებისთვის.
ფროშს ასორტიმენტში აქვს: ტანსაცმლის სარეცხი საშუალებები, ტანსაცმლის სავლები, ჭურჭლის საწმენდი საშუალებები, შუშის ზედაპირების მოვლა, თხევადი საპონი, შხაპის გელები, უნივერსალური საწმენდი საშუალებები, აბაზანის დასუფთავება, ლაქის ამომყვანები. ბავშვებისთვის კი ცალკე ხაზი აქვს გამოყოფილი Frosch baby – ის სახელით, რომელიც მოიცავს ტანსაცმლის მოვლას, ჭურჭლის მოვლას და პირადი ჰიგიენის საშუალებებს. ბრენდი არის ჰიპოალერგიული და გამოიყენება დაბადების პირველივე დღიდან.
ფროშის შეძენა შესაძლებელია როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე ტრადიციულ მაღაზიებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

Related Products

Shopping Cart0

Cart