პასტა რეჯია

პასტა რეჯია

ბრენდის ისტორია ერთი იტალიური ოჯახით იწყება, რომელიც 1949 წლიდან მუშაობდა წისქვილზე და მაკარონის ქარხანაში, რომელმაც მოგვიანებით საკუთარი საწარმო დააფუძნა და მართვის სადავეებიც თავად აიღო ხელში, ეს გახლდათ ანტონიო პალანტე. იგი მუდამ ამბობდა, რომ პროდუქციის ხარისხი არასოდეს უნდა შეეწიროს მის მოცულობას. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ათწლეულები გავიდა და დღეს კომპანიას პალანტეს ოჯახის მეოთხე თაობა მართავს, ეს მიდგომა არ შეცვლილა. „რეჯიას” მწარმოებელთათვის ნატურალური პროდუქტი გემრიელ და ჯანსაღ პროდუქტს ნიშნავს და ამ მიდგომის გამო უამრავ მომხმარებელს მოსწონს ეს ბრენდი.

Pasta Reggia ადგილობრივ ბაზარს დიდი ხანია გასცდა. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის ხელმისაწვდომი მაკარონი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მივირთვათ ზუსტად ისეთი სპაგეტი, პასტა, კარბონარა, ლაზანია და ა.შ. როგორიც იტალიაშია. მწარმოებელი იყენებს ნატურალურ, მყარ ხორბალს, რის გამოც პროდუქტი სასარგებლოა დიეტის დაცვის ან უბრალოდ ჯანსაღი კვების დროსაც.
კომპანიას შემუშავებული აქვს დამზადების ისეთი ტექნოლოგია, რომელიც მუდმივად ინარჩუნებს ხარისხს. ბრენდს წარმოებაში მაკარონის მრავალგვარი სახეობა აქვს და ის ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანს აკმაყოფილებს. სულ კომპანია 5 საწარმო ხაზის მფლობელია: სტანდარტული, ევროპული და იტალიური დურუმის ჯიშის ხორბლისგან წარმოებული მაკარონის ხაზი, ბიო – ორგანული მაკარონის ხაზი, 100% იტალიური უხეში მაკარონის ხაზი, ტომატ პასტის, დაჭრილი და კანგაცლილი პომიდვრების ხაზი და, ასევე, მზა სოუსები მაკარონისთვის.

შპს ბი ემ ესი არის Pasta Reggia – ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია საშუალებას აძლევს ქართველ მოსახლეობას დააგემოვნონ იტალიური უმაღლესი ხარისხის პასტა.
პასტა რეჯიას შეძენა შესაძლებელია როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე ტრადიციულ მაღაზიებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

Related Products

Shopping Cart0

Cart