ემსალი

ემსალი

ემსალი – გერმანული ბრენდია 100 წლიანი გამოცდილებით იატაკისა და ავეჯის მოვლაში. ბრენდის მთავარი უპირატესობა მის დაპატენტებულ ფორმულებშია. სპეციალური ფორმულის წყალობით, რომელიც ბიოპროტექტისა და ბიოსანის ფორმულის სახელით არის ცნობილი, ემსალი იცავს იატაკს დეფორმაციისგან, ტენიანობისა და დაბინძურებისგან. მისი წყალობით იატაკი წყალგაუმტარი ხდება, შედეგად აღარ იბრიცება და დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ იერს. ემსალის პროდუქტები შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, როგორიცაა: ფორთოხლის ცვილი, ნუშის რძე, ფუტკრის ცვილი და იშვიათი ნივთიერება – ჩიტოსანი, რომელიც უზრუნველყოფს იატაკის ხანგრძლივად დაცვას ჭუჭყისა და ტენიანობისგან. ემსალი არის “Werner&Mertz”-ის წამყვანი ბრენდი იატაკისა და ავეჯის მოვლაში გერმანიასა და ავსტრიაში. მის ასორტიმენტში გაეცნობით პარკეტის მოვლას, ლამინატის მოვლას, იატაკის მოსაპრიალებელ საშუალებას, ასევე იატაკის რემონტის შემდგომი დაბინძურების დასასუფთავებელ პროდუქტს, ქვისა და მეტლახის ზედაპირების მქონე იატაკებისა და ავეჯის მოსავლელ საშუალებებს.

ემსალის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში შპს ,,ბი ემ ესია”. ბრენდის შეძენა შესაძლებელია როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე ტრადიციულ მაღაზიებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

Related Products

Shopping Cart0

Cart