ვილედა

ვილედა

ბოლო 60 წლის განმავლობაში გერმანული ბრენდი ვილედა წარმოადგენს სახლის დასუფთავების პროდუქტების ბაზრის ლიდერს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. ყველაფერი 1947 წელს დაიწყო, როდესაც ვაინჰაიმის ქარხნის ორმა თანამშრომელმა შეამჩნია, რომ დამლაგებელი პერსონალი იყენებდა არანაქსოვ ნარჩენებს დასუფთავებისთვის. იდეა მაშინვე აიტაცეს და დაიბადა ვილედას ფანჯრის საწმენდი ქსოვილი. სახელწოდება “ვილედა” მომდინარეობს გერმანული “wie Leder”-დან, რაც ნიშნავს “ტყავის მსგავსს”. ვილედა ბაზარზე პირველად 1948 წელს გამოჩნდა და დაარსების დღიდან დამკვიდრდა, როგორც ლიდერი საწმენდი საშუალებების ნიშაში და მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციური, ეკო-მეგობრული და მაღალი ხარისხის პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს იატაკის საწმენდი ჯოხებიდან და ცოცხებიდან დაწყებული, ღრუბლებით და ტილოებით დამთავრებული. 2004 წლიდან, შპს ,,ბი ემ ესმა“ , რომელიც ვილედას ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში, ხელმისაწვდომი გახადა მოსახლეობისთვის ინოვაციური და ეკოლოგიურად სუფთა დასუფთავების საშუალებები. ვილედა მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და პროდუქტების გაუმჯობესებაზე, რითაც მსოფლიო ბაზარზე მოიპოვა სანდო ბრენდის რეპუტაცია, რომელიც აადვილებს სახლის დალაგებას და ხდის მას გაცილებით უფრო სასიამოვნოს.

Related Products

Shopping Cart0

კალათა