Delta pronatura არის ევროპის ერთერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც აწარმოებს საკუთარ ბრენდირებულ პროდუქტებს გერმანიასა და ავსტრიაში. მისი ერთერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია სწორედ დოქტორ ბეკმანი, რომლის ისტორია 1934 წელს ქალაქ ბერლინში, აფთიაქში იწყება, თუმცა ბრენდის განვითარება და წარმატება 70-იანი წლებიდან იწყება. 1971 წელს კომპანიამ განიცადა რესტრუქტურიზაცია სარეცხი და საწმენდი საშუალებების მიმართულებით და მათ თავიანთი ბრენდის მფლობელობაში მოაქციეს Stain Devils იგივე ლაქების ამომყვანი ,,ეშმაკები”.
დოქტორ ბეკმანი აწარმოებს ლაქების ამომყვან, ტანსაცმლის სარეცხ და საყოფაცხოვრებო საწმენდ საშუალებებს.
დოქტორ ბეკმანი ეს არის სისუფთავის, ხარისხისა და ჰიგიენის გარანტი. პროდუქცია გამოიყენება როგორც რეცხვად, ასევე არა რეცხვად ზედაპირებზე.
მისი მაღალი ხარისხის ინგრედიენტების წყალობით თქვენ მიიღებთ იდეალურ შედეგს მყისიერად და არ დააზიანებთ ქსოვილს. 2015 წელს დოქტორ ბეკმანის ბრენდი უკვე მეოთხედ იღებს “საუკეთესო ბრენდის“ ტიტულს კონკრეტულად ლაქების ამომყვანების კატეგორიაში და ამ ტიტულს დღემდე მყარად ინარჩუნებს. დოქტორ ბეკმანი გვპირდება:
ვიმედოვნებთ, რომ დოქტორ ბეკმანი თქვენი ყოველდღიურობის შეუცვლელი თანამგზავრი გახდება!
დოქტორ ბეკმანის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში არის კომპანია ,,ბი ემ ესი.“ ბრენდის შეძენა შესაძლებელია როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე ტრადიციულ მაღაზიებში მთელი საქართველოს მასშტაბით.