ჩვენ შესახებ

გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

Რას საქმიანობს BMS?

BMS არის სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც 22 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე ოპერირებს, 300-მდე თანამშრომელი ჰყავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და საქართველოში შემოაქვს საყოფაცხოვრებო და საკვები პროდუქტები, გერმანიიდან, იტალიიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან. 

ჩვენი სადისტრიბუციო კომპანია მუშაობს ისეთ დიდ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: Frosch, Vileda, Reggia და Basso. 

ჩვენი პროდუქციის ნახვა კი შეგიძლიათ საქართველოს ყველა დიდ მაღაზიაში, მათ შორის ისეთ ჰიპერმარკეტებსა და ქსელებში, როგორიცაა: Carrefour, Goodwill, Agrohub და Fresco. 

პროდუქციის ხარისხი

ჩვენი სადისტრიბუციო კომპანია თანამშრომლობს მხოლოდ იმ ბრენდებთან, რომლებიც საკუთარი პროდუქციის ხარისხზე პასუხისმგებლები არიან.

ჩვენი მიზანია, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლობლობა შეიძინონ მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი ბრენდების პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად. 

ამიტომ მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ის საყოფაცხოვრებო და საკვები პროდუქტები, რომლის იმპორტიორებიც ჩვენ ვართ, შეესაბამება საერთაშორისო   ხარისხის სტანდარტებსა და ნორმებს.

საქმიანობის სფერო

როგორც სადისტრიბუციო კომპანია, ჩვენ ვცდილობთ მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო და საკვები პროდუქტები ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოში. ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც დიდ და პატარა სუპერმარკეტებში, ასევე ადგილობრივ მაღაზიებსა და ქსელურ ჰიპერმარკეტებში.

BMS-ის პარტნიორების საკმაოდ ფართო ქსელი აქვს – რაც საყოფაცხოვრებო  პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტის შექმნის საშუალებას გვაძლევს.  

ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ პროდუქტების A წერტილიდან B-მდე ტრანსპორტირება. BMS-ის გუნდის მიზანია ხარისხიანი პროდუქტების შემოტანა  ბაზარზე, რათა ქართველი მომხმარებლებისთვის  გლობალური მასშტაბის ბრენდების პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.

ჩვენ საქმიანობის მთავარი ფოკუსი საყოფაცხოვრებო და საკვები პროდუქტებია, რადგან ისინი სჭირდება ყველას და ყოველდღიურად.  

 

Shopping Cart0

კალათა